ეკოკლუბ "ეკოტინის" წევრები ისანი-სამგორის გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

თბილისის N176 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ეკოტინის" წევრები ისანი-სამგორის გამგეობის  წარმომადგენლებს , კერძოდ კი სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. გაიმართა მოლაპარაკება მომავალ თანამშრომლობაზე , სადაც გააცნეს ინფორმაცია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის შესახებ.

"ეკოტრინის" წევრები ჩაერთვებიან გამგეობის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. მონაწილეობას მიიღებენ აქციაში "გაამწვანე ვარკეთილი", სადაც დარგავენ ნერგებს . მომავალ აქტივობებში ეკოკლუბი "ეკოტინი" იქნება უზრუნველყოფილი ინვენტარით და ყველა საჭირო ნივთით.

ისანი- სამგორის გამგეობა უცხადებს მხარდაჭერას ეკოკლუბ "ეკოტინს". ასევე მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გამგეობის მიერ ორგანიზებულ სასკოლო დებატებში. კლუბი "ეკოტინი" დიდ იმედებს ამყარებს მომავალ  თანამშრომლობაზე.