ბობოყვათელი ეკოკლუბელები გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები მონაწილეობას იღებდნენ  აჭარის / ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და „საბუკო“- (SABUKO - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვისმიერ სოფელ სახალვაშოში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმაზე მოწყობილ ღონისძიებაში.

მოსწავლეებს მიეცათ ინფორმაცია გადამფრენი ფრინველების მიგრაციისბათუმის ყელის .ძაბრის და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ

ჩატარდა შემეცნებითი თამაშები, რომლითაც მოსწავლეები გაეცნენ  გადამფრენი ფრინველების ცხოვრების წესსა და სხვა ბიოეკოლოგიურ თავისებურებებებს. პლატფორმაზე მოწყობილი ტელესკოპური დურბინდებით განხორციელდა გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება.