ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში დაბა ფასანაურის N2 სკოლაც ჩაება. ფასანაურელმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად გამართეს აქცია, ლოზუნგით ,,ნუ მომკლავ!". აქციის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვიძება, გაანალიზება იმისა, თუ რა ცვლილებები მოხდება დედამიწაზე კლიმატის ცვლილების შემდგომ.
ამავე აქციით მოსწავლეებმა მხარი დაუჭირეს შვედი მოსწავლის, გრეტა ტუნბერგის მოძრაობას "პარასკევი მომავლისთვის". ფასანაურის N2 სკოლის მოსწავლეებმა კვირის მანძილზე იმუშავეს პრობლემურ საკითხებზე, შექმნეს ვიდეორგოლი, რომელიც აჩვენეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.
ფასანაურელი ეკოკლუბელები მომავალშიც მრავალ საინტერესო აქტივობას გეგმავენ.