ხამისქურის სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელსაც აქტიური იქნება

2019 წლის 11 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მარინე ქირიამ ნიკო კეცხოველის კონკურსის ფარგლებში სკოლის ეკოკლუბის წევრ მოსწავლეთათვის ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე: თანამშრომლობა მდგრადი განვითარების  მიზნებისთვის, რომელიც ეხებოდა ნიკო კეცხოველის კონკურსის  წესებს, მისაღწევ მიზნებს,ქულათა დაგროვების წესს.

პრეზენტატორი  მასწავლებელი შეეხო თემში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებსაც და მოსწავლეებს სთხოვა ჩაერთონ კონკურსში2019-2020 სასწავლო წელსაც.კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა სკოლის მე-7.-მე-10 კლასის მოსწავლეებმა.

მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღეს ამომწურავი პასუხები  რომელიც ეხებოდა როგორც კონკურსის პირობებს, ასევე ქულათა დაგროვების წესს.