თბილისის 191-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,გესამანიემ", ნიკა ცომაიას თაოსნობით მოამზადა პროექტი ,,ნარჩენებიდან განათლებამდე". ამ პროექტის მიზანია შეამციროს ყოველდღიურად გაჩეხილი ათასობით ჰექტარი ტყის ზარალი, რაც დამანგრეველ ზიანს აყენებს ჩვენს ბუნებას და მისი მეორეული გამოყენებით შევცვალოთ ამ ზიანის პროცენტული მაჩვენებელი. ამასთანავე, მოსწავლეებში უნდა ამაღლდეს თვიშეგნება ეკოლოგიის საკითხებში და ,,ნარჩენებიდან" მივიდეთ ,,განათლებამდე".
წიგნის წარმოება მეორეული ქაღალდებითაც არის შესაძლებელი, ამიტომ ეკოკლუბმა ,,პალიტრა მედიასთან" დაკავშირებით და პროექტთან ,, შევინარჩენოთ გარემო"-სთან თანამშრომლობით შეეცდება ამ აქტივობის განხორციელებას.
ამ პროექტის ფარგლებში ეკოკლუბმა მიმართა სკოლის ადმინისტრაციას და მათი, ასევე და თვითმართველობის ჩართულობით და თანადგომით დაგეგმა სხვადასხვა აქტივობა.
ეს აქტივობა ემსახურება მდგრადი განვითარების მე-4, მე-12, მე-15, მე-17 მიზნებს.