ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" მონაწილე კლუბის წევრებმა ნაადრევ ქორწინებაზე იმსჯელეს და cenn-ის ფოტოკონკურსის პირობებს გაეცნენ.
სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მოსწავლეებითვის შეხვედრები გაიმართა.
პირველი შეხვედრის თემა იყო "ნაადრევი ქორწინება", რომელიც NDI-ს მიერ დაფინანსებული პროექტის "ერთად გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში მოეწყო. პროექტს სამცხე–ჯავახეთის მედია ცენტრი ახორციელებს.
"ჩვენ გვყავს ახაგაზრდული გენდერული კლუბი, რომელიც სხვადასხვა თემებზე მუშაობს, ერთ–ერთი პრობლემური თემა, რომელიც ამ ჯგუფმა აღმოაჩინა არის ნაადრევი ქორწინება. ამ თემასთან დაკავშირებით ვაწყობთ საჯარო განხილვებს, გვინდა გავიგოთ არის თუ არა ნამდვილად პრობლემა და დავეხმაროთ ცნობიერების ამაღლებაში", – ამბობს "სენისა" და სამცხე–ჯავახეთის მედია ცენტრის ახალციხის ნაწილის კოორდინატორი თამუნა კაპანაძე.
ახალგაზრდებს ამ თემაზე მომზადებული ფილმიც უჩვენეს.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, "სენის" პროექტის "ტყის მდგრადი მართვის" ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდი აფინანსებს.
"ამ პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ფოტოკონკურსი, რომელსაც "ფოტოსინთეზი" ჰქვია. წლევანდელი კონკურსის თემაა ფაუნა, ნადირობის წინააღმდეგ მიმართული ფოტოაპარატი. სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ გადაიღონ სურათები და ატვირთონ "სენის' ვებ–გვერდზე, – ამბობს თამუნა კაპანაძე და ამატებს, რომ სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოებიდან სკოლა გამარჯვებულს გამოავლენს და გააკეთებენ სტენდს: ამის მერე გამარჯვებული გამოვლინდება ჯერ რეგიონულ დონეზე და საბოლოოდ მთელი საქართველოს მასშტაბით".
წყარო: http://sknews.ge/