მესხეთში, ქალაქ ახალციხის ეკოკლუბმა "ადონისმა" მეტად საინტერესო პროექტი განახორციელა. მოსწავლეების მიერ ჩაფიქრებული პროექტის ფარგლებში თითოეულ მონაწილეს შეხვდა ქვეყანა რომლის შესახებ უნდა მოეძიებინა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და იმაზე თუ როგორ უმკლავდებოდა ქვეყანა აღნიშნულ გამოწვევებს.
მონაწილეებს მუშაობისთვის ერთი კვირა ჰქონდათ. მოდელირებაზე წარმოდგენილნი იყვნენ როგორც განვითარებული, ისე დაბალგანვითარებული ქვეყნები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს სტრატეგიები და რეფორმები, რომელიც თითოეულ ქვეყანაში არსებობდა. პროექტის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება იმაზე თუ რა მდგომარეობაა დღეს მთელს მსოფლიოში გარემოს დაცვის მიმართულებით.