ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლაში ეკოკლუბის წევრები ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ პრობლემურ თემებზე. განიხილეს თამბაქოს, გამონაბოლქვი მძიმე მეტალებისა და აირების ზემოქმედების მავნებლობა,
მოსწავლეებმა შეიმუშავეს პრობლემის გადაჭრის გზები, როგორიცაა ბუკლეტების დამზადება, რაც სარწმუნო ინფორმაციის მიწოდების საშუალებას იძლევა მოსწავლეებისათვის და ზოგადად მოსახლეობისათვის.
შეიქმნა ბუკლეტები ასოციაცია ,,ათინათის’’ დახმარებით. მოსწავლეებმა ყველა კლასამდე მიიტანეს ინფორმაცია და გააცნეს მოსალოდნელი საფრთხეები. ეკოკლუბელები ასევე გავიდნენ მოსახლეობასთან შესახვედრად და დაარიგეს ბუკლეტები.