ჭიათურის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი 11 ოქტომბერს შეურთდა ამავე სკოლის პედაგოგების მიერ ინიცირებულ ღონისძიებას - “მსოფლიოს დიდი გაკვეთილი“. პროექტი მიზნად ისახავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მონაწილეობას იღებდნენ ეკოკლუბის წევრები,რომლებმაც უშუალოდ გააშუქეს პრეზენტაცია,ხოლო ერთ-ერთმა წევრმა სიმბოლურად შეასრულა სიმღერა - We are the world
. პროექტს ესწრებოდნენ ჭიათურის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგზარდობასთან ურთიერთბის განყოფილების უფროსი,რომელმაც პროექტი დადებითად შეაფასა.
მეორე სკოლის ეკოკლუბის მიზანი - ბავშვების ცნობიერების ამაღლება გამართლდა და გუნდი აპირებს სამომავლოდაც ჩაერთოს მსგავს ღონისძიებებში.
აღნიშნული ღონისძიება გააშუქა,ადგილობრივმა, ტელევიზია "იმერვიზიამ".