შიდა ქართლში, ქალაქ გორის N3 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ორგანიზაცია CENN-ის კოორდინატორ ირმა კიტრიაშვილთან ერთად დაასუფთავეს ,,შვილეულის" ტერიტორია უფლისციხეში.
დასუფთავების საჭირო ინვენტარი, ეკოკლუბს ორგანიზაცია CENN-მა გადასცა, რომელიც ანხორციელებს პროექტს ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები'' რეგიონებში WMTR II USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ეკოკლუბელებმა გარკვეული ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაგეგმეს, იზრუნონ გარემოზე და ეს იყო არა ერთჯერადი, არამედ იქცეს ერთგვარ ტრადიციად და მასში ჩართონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი.
აღნიშნული აქტივობა მდგრადი განვითარების მე-17 და მე-13 მიზნების განხორციელებას გულისხმობს.