სვანეთში ბავშვები ტყეების გადასარჩენად გაერთიანდნენ

ზემო სვანეთში, სოფელ ფარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "ცოდნა-ძალაა", ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში ორგანიზება გაუწია აქციას" ნუ მოჭრი ნაძვის ხეს". მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები, დაბეჭდეს და გაავრცელეს კარდაკარის პრინციპით. მოსწავლეები მოუწოდებდნენ სოფლის მოსახლეობას, არ მოეჭრათ ნაძვის ხე. საახალწლო განწყობა მალე მთავრება, ხეს კი სამუდამოდ ვართმევთ სიცოცხლეს - ასე მიჰქონდათ მოსახლეობამდე მთავარი სათქმელი. 5 ბავშვების მიერ შექმნილი ბროშურები მოსახლეობა გაგებით მოეკიდა მოსწავლეების წამოწყებას. ისინი ითხოვდნენ შეეთავაზებინათ მათთვის ალტერნატიული გამოსავალი. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ალტერნატივას სთავაზობდნენ თანასოფლელებს. ბავშვები ამ ეტაპზე ამზადებენ პოსტერს,რომელიც ასევე გამოიფინება სოფლის ცენტრში. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კლუბის წევრებმა, თავიანთ ოჯახებს არ მისცეს უფლება ცოცხალი ნაძვის ხე დაედგათ ოჯახში. მათ მშობლებს მოუწოდეს შეეძინათ ხელოვნური ნაძვის ხე. 32