ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ლემშვანიერას" წევრებმა, სკოლის მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა ნარჩენებისგან გაწმინდეს, რაც სამწუხაროდ მუდმივად იყრება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
ეკოკლუბის მოთხოვნით ლენტეხის თვითმართველობის დახმარებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა ორი დიდი ზომის ნაგვის ურნა, თუმცა ეს არ არის საკმარისი სოფლის ნარჩენებისგან სრულად გასათავისუფლებლად.
ეკოკლუბელები გეგმავენ, რომ მომავალში უნდა შეხვდნენ სურსათისა და უვნებლობის სააგენტოს თავმჯდომარეს, ზურაბ ლიპარტელიანს და თხოვენ მხარდაჟჭერას, რათა სოფელში მთლიანად მოისპოს უკანონო ნაგავსაყრელები