გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აცხადებს კონკურსს “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”:
კონკურსი იმართება პროექტის ფარგლებში - „ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის“.
კონკურსის პირობები:
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ესე თემაზე “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”
შეფასების კრიტერიუმები:
თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება, თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი, ნაშრომის სტრუქტურა, წერის კულტურა.
საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი.
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
კონკურსის პირობები:
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს 1-წუთიანი ვიდეომიმართვა თემაზე “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”
შეფასების კრიტერიუმები:
თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება, თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი.
საკონკურსო ვიდეოების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი
დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: (https://bit.ly/2kkqFfg )
კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის გაიმართება ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები.
ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ კონკურსის ტიპი - ესეების კონკურსი მოსწავლეებისთვის; ვიდეომიმართვის კონკურსი მოსწავლეებისთვის.
ვიდეოების გამოსაგზავნად გამოიყენეთ www.wetransfer.com
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ნათია სარალიძე - განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მობ.: +995 555 35 22 33
ელფოსტა: natia.saralidze@eiec.gov.ge
გისურვებთ წარმატებას!