სოფელ მარადისის სკოლის ეკოკლუბმა "ქალთა ოთახთან" მემორანდუმი გააფორმა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბი ორი წელია თანამშრომლობს ორგანიზაცია ,,ქალთა ოთახთან''. მათი რეკომენდაციით , საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციამ (წარმომადგენელია ნინო ხარხელაური) კლუბ ,,მაის'' წევრები შეარჩია, რათა ითანამშრომლონ პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ამ პროგრამის ფარგლებში კლუბის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები (5 თვის განმავლობაში). მოსწავლეები ისწავლიან დეკორატიული ბაღის მოვლას და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ სათბურსა და მარნეულში არსებულ სკვერებში. 

მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დაგეგმილ ღონისძიებებში.
გარემოსდაცვითი კლუბისა და აღნიშნული ასოციაციის წარმომადგენელთან შეხვედრას უმასპინძლა ორგანიზაცია ,,ქალთა ოთახმა''.

მარადისის საჯარო სკოლასა და ა(ა)იპ  ,,საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქმნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციას'' შორის გაფორმდა მემორანდუმი.

აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-15 და მე-17 მიზნებს.