რაჭველი მოსწავლეების სოციალური პროექტი "ჩვენი ტყე ჩვენი მომავალია"

გლოლის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "შოვმა" განახორციელა სოციალური პროექტი "ჩვენი ტყე ჩვენი მომავალია". პროექტში მონაწილეობა მიიღო და ხე-ტყის დამუშავების ნებართვა გასცა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველომ, ხოლო   ნებართვისა და ტრანსპორტირების თანხა დააფინანსა სასტუმრო "სანსეტ შოვმა". შეშის ტრანსპორტირებასა და დამზადებაში მონაწილეობა მიიღეს სოფელში მცხოვრებმა მოხალისე ახალგაზრდებმა.

პროექტის მიმდინარეობისას განხორციელდა არაერთი აქტივობები მოსწავლეებში და თემში ტყის მოვლა-პატრონობის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებისთვის მოეწყო შეხვედრები მეტყევესთან. საკურორტო ზონაში ტყე დასუფთავდა სტიქიური მოვლენებისაგან დაზიანებული ხეებისაგან და ამ შეშით საზამთროდ მომარაგდა სოფელში მცხოვრები მოხუცები და სპეციალური საჭიროების მქონე მოსახლეობა. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეკოკლუბმა ითანამშრომლა კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან და  საჯარო უწყებებთან, სოფელში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებთან.  პროექტი ხელს უწყობს თემში და მოსწავლეებში მდგრადი განვითარების  მე-2, მე-10, მე-13, მე-15, მე-16 და მე-17 მიზნების განვითარებას.