ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელები აქტიურად ჩაერთვნენ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პროექტში "მწვანე სკოლა".
ეს პროექტი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. თითქმის ორთვიანი მუშაობის შედგად მოსწავლეები გეგმავდნენ და ახორციელებდნენ სხდასხვა ღონისძიებას. კერძოდ : დაგეგმეს და განახორციელეს გარემოსდაცვითი ხასიათის ტრენინგი უმცროსკლასელთათვის. რომლის თემაც იყო "უკანონო ნადირობა; გადაიღეს ვიდეორგოლი სახელწოდებით "არა ნადირობას", მოაწყეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ერთ კონკრეტულ ფაქტზე- ბრეკონიერობაზე გამოიტანეს განაჩენი, ჩაატარეს პრეზენტაციები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრციაში.
გარდა ამისა წაღვერელმა მოსწავლეებმა ბორჯომისა და წაღვერის თემში ჩაატარეს გამოკითხვა და გაიგეს მოსახლეობის შეხედულებები უკანონო ნადირობასთან დაკავშირებით და კონკურსში "მწვანე სკოლა რაიონის სკოლებს შორის დაიკავეს მეორე ადგილი.
დაბა წაღვერის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.