მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ტელუსის" წევრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციაში „გენდერული სტატისტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარების მიზნების (#SDGs) მონიტორინგისთვის“ მონაწილეობდნენ.
ეკოკლუბ "ტელუსის" ლიდერი დიეგო მიქავა გამოვიდა სიტყვით კონფერენციაზე და ისაუბრა გენდერულ მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პოროდუქტების შესახებ. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა გენდერული სატატისტიკის მნიშვნელობას.
სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის აქტიური მონაწილეა.