შემოდგომაზე ფოთლების დაწვის შედეგად ჰაერში ბევრი მავნე და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება გამოიყოფა. სამწუხაროდ მხოლოდ ზოგიერთმა ადამიანმა თუ იცის რომ ამ ფოთლების გამოყენება ბევრად უფრო სასარგებლოდ შეიძლება მისი კომპოსტირებით. კომპოსტი ორგანული ნივთიერებების დაშლის შედეგად მიღებული ბუნებრივი სასუქია.
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ტერიტორია მოიცავს საკმაოდ დიდ ფართობს თავისი ნარგავებითა და ფოთლოვანი ხეებით.ამის გამო ყოველთვის ბევრი ფოთოლი და ორგანული ნარჩენია. ეზოს დასუფთავების შედეგად ყოველთვის მისი გატანა პრობლემაა და არასწორ ადგილზე ხვდება. სწორედ ამიტომ, სკოლის ეკოკლუბ „ხერგილის“ წევრებმა გადაწყვიტეს ეს პრობლემა მოეგვარებინათ და მოგროვებული ფოთლის ნარჩენებისგან სარგებელი მიეღოთ.
ეკოკლუბისა და მათი ხელმძღვანელის ინიციატივით გადაწყდა სკოლის ტერიტორიაზე კომპოსტის გაკეთება. კლუბის წევრების, დირექტორისა და პედაგოგების დიდი მონდომებით მალევე შეირჩა ტერიტორია კომპოსტისთვის და ცოტა ხანში კომპოსტიც შეიქმნა. ამის შემდეგ ქიმია- ბილოგიის პედაგოგმა, ლია რამინიშვილმა, მოსწავლეებსა და ეკოკლუბელებს მცირე სემინარი ჩაუტარა კომპოსტის ბილოგიური როლისა და დანიშნულების შესახებ.
ეკოკლუბელთა გადაწყვეტილებით როდესაც კომპოსტი მზად იქნება და ის გარკვეული დროის შემდეგ ბუნებრივ სასუქად გადაიქცევა, სასუქს ქაღალდის პარკებში მოათავსებენ. კლუბის წევრები მოსახლეობასთან შეეხვედრას ჩაატარებენ კომპოსტის შესახებ, რათა ხელი შეუწყონ მათი ცნობიერების ამაღლებას ამ სკითხთან დაკავშირებით, შემდეგ კი ნოყიერ და ბუნებრივ სასუქს თემში დაარიგებენ, რათა ხალხმა უშულაოდ გამოსცადოს ამ უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა საშუალების თვისებები და შემდგომში თავად დაამზადონ კომპოსტი. ამ სასუქის წარმოება ყოველწლიურად იქნება შესაძლებელი გიმნაზიისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც შიდა სივრცის ქოთნის ყვავილების გასანოყიერებლად, აგრეთვე გიმნაზიის ხეივანში სხვადასხვა ნარგავების გასანოყიერებლად.
აქტივობა გამომდინარეობდა მდგრადი განვითარების მე-12; მე-15 და მე-17 მიზნიდან.