მარადისელმა ეკოკლუბელებმა სკოლის ტერიტორიაზე სათბურის განსათავსებლად დაფინანსება მოიპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს დაფინანსება სკოლის ტერიტორიაზე სათბურის განსათავსებლად. პროექტი, რომელსაც ამბიციური მიზნები აქვს (გარემოსდაცვითი კლუბის ბიუჯეტის შექმნა, შექმნილი ბიუჟეტით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება , სიღარიბის დასაძლევად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ხარისხიანი განათლებისთვის აქტივობების დაგეგმვა, ეკოსისტემების აღდგენა), წარედგინა ორგანიზაცია "ევროპის ფონდს". 

მოსწავლეები პროექტს პარტნიორ ორგანიზაციასთან ("ევროპის ფონდი") სკოლასთან (მარადისის საჯარო სკოლა), თემთან და სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ახორციელებენ.

სათბურში მოსწავლეები მინიმუმ ოთხი მოსავლის მოყვანას გეგმავენ. გასაყიდ პროდუქციას ადგილობრივი დისტრიბუტორები შეიძენენ, ხოლო ჩითილებს - სოფლის მოსახლეობა.

შეგროვილი თანხებით დაფინანსდება სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, დაიგეგმება გამწვანება და დასუფთავების აქციები. მოსწავლეები დაეხმარებიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს და წვლილს შეიტანენ გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.  პროექტის დაფინანსება 1800 ლარია.

პროექტი შეესაბამება გარემოს მდგრადი განვითარების მე-1 , მე-2 , მე-3 , მე-4, მე-15 მიზნებს.