"მწვანე მომხმარებლის დღე" ხარაგაულის N2 სკოლაში

სექტემბერ-ოქტომბრის თვე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თარიღებითაა დატვირთული. რადგან ეკოკლუბი ,,მწვანე სამყარო" ზრუნავს გარემოსა და მომავალზე, გადაწყვიტა სკოლაში გარემოსდაცვითი კვირეული გამართოს.  სწორედ ამ მიზნით აღინიშნა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში "მწვანე მომხმარებლის დღე". 30 სექტემბერს მოსწავლეებმა სკოლის შესასვლელში, მოაწყვეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. აღსანიშნავია, რომ თითოეული ნივთი მეორადი ნარჩენით იყო დამზადებული, მათ ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს.  

დაამზადეს პოსტერები თემატური პოსტერები პოლიეთილენის მავნებლობასა და ადამიანის როლზე ბუნებაში, აგრეთვე წარმოადგინეს თავიანთი შეკერილი ნაჭრის ჩანთები, ამ ნაბიჯით საზოგადოებას მოუწოდეს, რომ მაღაზიაში ერთჯერადი პარკის გამოყენებას, სჯობია, ატარონ მრავალჯერადი გამოყენების, გამძლე ნაჭრის ჩანთა. 

ეკოკლუბელებმა თემატური ფლაერებით შეახსენეს თემს მწვანე მომხმარებლის დღე. 

გახდი მწვანე მომხმარებელი!

შეამცირე პოლიეთილენის მოხმარება!

პოლიეთილენი საფრთხეს უქმნის დედამიწის არსებობას!

შენ დედამიწელი ხარ!

შენი სიცოცხლე შენს ხელშია!

გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში, სკოლის ყველა დღე დატვირთულია საინტერესო აქტივობებით. რომელიც პერიოდულად გაშუქდება. 

სასკოლო აქტივობა გამომდინარეობდა მდგრადი განვითარების მე-15 მიზნიდან. 

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება