მესტიელი ახალგაზრდები თემის განვითარებისათვის

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე,"ახალგაზრდები თემის განვითარებისთვის". შეხვედრას ესწრებოდნენ თემის ახალგაზრდები, პედაგოგები და ეკოკლუბის წევრები. შეხვედრას უძღვებოდა ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჭაჭუა, რომელმაც ახალგაზრდებს გააცნო მათ მიერ პროექტის - "ჩაერთო 2.0-ის" ფარგლებში მომზადებული იდეა, რაც გულისხმობს ფარის თემში დასასვენებელი სკვერის მოწყობას.


პროექტი მხარს უჭერს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ ინიციატივებში და მათთვის მეთოდებისა და გზების შესახებ ინფორმირებას. პროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღო თითოეულმა მონაწილემ. ჩატარდა ჯგუფური მუშაობა, თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა სკვერის კონცეფცია, რაც მომდენო შეხვედრისას დამუშავდება საპროექტო იდეად და ორგანიზაცია თემის მოსახლეობასთან ერთად დაიწყებს რესურსების მობილიზებას.

ტრენინგ-კურსის გავლის შედეგად, მონაწილე ეკოკლუბელებმა დაამუშავეს საპროექტო იდეა, სოფელ ფარში დასასვენებელი სკვერის მოწყობის შესახებ. სწორედ ეს იდეა წარადგინეს ფარის თემის მოსახლეობის წინაშე, მოაწყვეს დისკუსია და ჯგუფური მუშაობა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და თემის ახალგაზრდები.

თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა სკვერის კონცეფცია, რომელიც უახლოეს ხანში დამუშავდება საპროექტო განაცხადის სახით.

მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს თემის მოსახლეობას შორის  თანამშრომლობას, აქტიურ ჩართულობას სათემო პროექტებში და მოწყვლად ჯგუფებთან თანამშრომლობას. ეს აქტივობა ემსახურება მდგრადი განვითარების მე-4 და მე-17 მიზნების მიღწევას.