ქარელელი მოსწავლეების ეკო-მოწოდებები

როგორც ყოველთვის წელსაც ქალაქ ქარელის N2 საჯარო სკოლა შეუერთდა  29 სექტემბერს ჩატარებულ ადგილობრივ ყოველწლიურ ღონისძიება - "ქარელობა"-ს. 

სკოლის ეკოკლუბმა მოხალისეებთან ერთად დაამზადა გზავნილები, რომლებიც გზად გამვლელებს თვალში მოხვდებოდათ. მოწოდებები ასე ჟღერდა: "დაიცავი რადგან დაგიცვას!"; "ნუ დაანაგვიანებ დედამიწას, ის შენი სახლია!"; "სუფთა გარემო ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია!" და სხვა...

სკოლის მთავარი დევიზი კი შემდეგში მდგომარეობს - "სუფთა ქარელი - სუფთა გარემო!".

ღონისძიებაზე მედიიდანაც იყვნენ სტუმრები, რომლებმაც გააშუქეს "ქარელობა" და სკოლების აქტივობებიც.

ეს აქცია ეხება მდგრადი განვითარების მე-4; მე-11 და მე-17 მიზნებს.