18 სექტემბერს, წყლის მონიტორინგის საერთაშორისო დღეს, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის აქტიურმა მონაწილემ, გალის სოფელ ოტობაიას სკოლის ეკოკლუბმა "ფენიქსმა" შეხვედრა გამართა მე-8 კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ, რათქმაუნდა წყალი და ამ რესურსის ეკონომიური გამოყენების მნიშვნელობა. ტრენინგი მოქმედ წევრებთან ერთად, სკოლის კურს დამთავრებულმა და ეკოკლუბის ყოფილმა , საკმაოდ გამოცდილმა წევრმა, ჩაატარა. სოფო ძაძუამ მეგობრებს გაუზიარა გამოცდილება და მონაწილეებს წყლის რესურსის სწორად გამოყენების მნიშვნელობა აუხსნა.
ამ აქტივობით გალელი მოსწავლეები გამოეხმაურნენ მდრადი განვითარების მე-6 მიზანს - სუფთა წყალი და სანიტარია.