კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირმა საჯარო ფორუმი "საუბრები კლიმატზე" გამართა.ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის, გარემის დაცვისა და სიფლის მეურნეობის სამინისტროს და ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობით შედგა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო.
ფორუმზე სპიკერის ამპლუაში ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის აქტიური მონაწუილე თბილისის N169 სკოლის ეკოკლუბის ერთ-ერთი ლიდერი ნინი ყრუაშვილი წარსდგა. მან ისაუბრა ეკოკლუბის მუშაობის ფარგლებში გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე და ხაზი გაუსვა მოზარდებში ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.