კაზრეთელი მოსწავლეები გაუდაბნოების წინააღმდეგ

 

ქვემო ქართლში დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის "(ბუ)ნება შენია"-ს წევრებმა გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ მაშავერაში ჩაატარეს გარკვეული აქტივობები.

პირველ რიგში მოხალისეებს ეკოკლუბის წევრებმა გააცნეს პროექტი, მათი მიზნები და ამოცანები. მოხალისეებმა ნახატებით გამოსახეს, თუ როგორია მათი თვალით დანახული გარემო და გააკეთეს მათი პრეზენტაცია.

ასევე კლუბის წევრებსა და მოხალისეებს შორის გაიმართა დისკუსია გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

ამ ღონისძიების მიზანი და ამოცანაა მოსახლეობისათვის გაცნობა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს გარემოს და ბუნებას ჩვენს ცხოვრებაში. კაზრეთელ მოსწავლეებს იმედი აქვთ, რომ ადამიანები შეძლებენ ბუნების სწორად და სასარგებლოდ გამოყენებას.