ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის ეკოკლუბი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული გასული წლების ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში, 2019 წლის მაისშიც შეიკრიბა და შეიმუშავა სამოქმედო გეგმა თუ რა აქტივობებით ჩაერთვებოდა წლევანდელ კონკურსში, იმის გამო, რომ არ მომხდარიყო ერთიდაიგივე აქტივობების განმეორება, წელს განსხვავებული მიმართულებები აიღეს.
2019 წლის 24 სექტემბერს ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის კლუბი კიდევ ერთხელ შეიკრიბა სამუშაო გეგმის გადასახედად და სამუშაო პროცესების დასაგეგმად. მოსწავლეებმა ძირითადი აცენტები გააკეთეს შემდეგ მიმართულებებზე:
1. სოფლის მეურნეობა;
2. ეკოლოგია (დასუფთავება);
3. საწარმოში ვიზიტები;
4. ლაშქრობა, მარშრუტები, საველე მუშაობა;
5. ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა;
6. სკოლებთან თანამშრომლობა;
7. სხვადასხვა ისტორიულ გეოგრაფიული ობიექტების მონახულება;
8. ტურისტულ სააგენტოში ვიზიტი;
9. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება - დისტანციური ზონდირების გამოყენება.