კახეთში, სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ " ნოვატორის" ლიდერებმა სოფელ ველისციხის საჯარო ბიბლიოთეკაში თემის მოსახლეობისთვის მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრა - " საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა".
ღონისძიებას ესწრებოდა სოფლის მოსახლეობა . დაახლოებით 25 ადამიანი. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიაწოდეს სოფლის მოსახლეობას მსოფლიოში არსებული გამოწვევების შესახებ. ზოგადი პრობლემების განხილვის შემდეგ კონკრეტულად სოფლის პრობლემებიც განიხილეს.
შეხვედრა მოსწყენი რომ არ ყოფილიყო მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს ე.წ. ენერჯეიზერები და სოციალური რეკლამები. საინფორმაციო ნაწილი უმეტესად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა.