მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკოკლუბი "მართვე" აგრძელებს მათ მიერ დაწყებულ დასუფთავების კვირეულს. ამჯერად მოსწავლეებმა მოაწყვეს დასუფთავების აქცია არჩილ ჩოხელის სახელობის სკვერში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნული სკვერი მდებარეობს სოფელ გალავანში და ადგილობრივებისთვის თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. სკვერში გაშენებულია ნაძვის და ცაცხვის ძვირფასი ჯიშები, რომელთა მოვლა-პატრონობა კლუბის წევრებმა ითავეს. ნაგავი აქ ხშირად ხვდებათ და ამიტომაც დაგეგმეს დაამონტაჟონ ამკრძალავი ნიშნები.
ეკოკლუბმა ასევე დაგეგმა, რომ 22 სექტემბერს გალავანი-წინამძღვრიაანთკარის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაც დაასუფთავონ.