21 სექტემბერს დასუფთავების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქციაში სამეგრელოში, სოფელ ლეციცხვაიეს სკოლის ეკოკლუბის წევრები, სოფლის მოსახლეობა და პედაგოგები ჩაერთნენ.
აქციის მონაწილეებს ეკოკლუბის ხელმძღვანელმა გვანცა თოფურიამ წინასწარ გააცნო დასუფთავების ინსტრუქცია. აქციის მონაწილეებმა სოფლის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკების და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. შეგროვებული ნარჩენი მონაწილეებმა ნაგვის ურნებთან განათავსეს და კეთილმოწყობის სამსახურმა ნაგავსაყრელზე გაიტანა.
აღნიშნული აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე_15 და მე_17 მიზნებს, რაც დედამიწის ეკოსისტემის დაცვას და საერთო მიზნებისთვის თანამშრომლობას გულისხმობს.