18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის საერთაშორისო დღეა. წყალი დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი რაციონალურად გამოყენება და გაფრთხილება ეკოლოგიური დაბინძურებისგან. ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკოკლუბ „ხერგილის“ ხელმძღვანელმა მარინა მუმლაძემ და კლუბის წევრებმა ხარაგაულში წყლის მონიტორინგის დღე აღნიშნეს და ამ დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის წყალმომარაგების სამსახურს ეწვიენ.
წყალმომარაგების სამსახურის ხემძღვანელმა და წამყვანმა სპეციალისტებმა ძალიან თბილი შეხვედრა მოუწყვეს კლუბის წევრებს.ისინი მოხარულები შეხვდნენ ამ თანამშრომლობით შეხვედრას. ეკოკლუბის წევრები გაეცნენ საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციას თვით წყალმომარაგების კომპანიისა და მისი მუშაობის სტრუქტურის შესახებ,აგრეთვე მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას, ასევე ისაუბრეს პრობლემების მოგვარების გზებზე. ბატონმა ლევანმა წყლის მრიცხველის მუშაობა გააცნო მოსწავლეებს,რომელიც ხელს უწყობს წყლის რაციონალურ გამოყენებას მოსახლეობაში. საუბარი იყო წყლის ხარისხთან დაკავშირებით,რომ წყალი რომელიც მოსახლეობას მიეწოდება ინტენსიურად ხდება მისი ლაბორატორიული შემოწმება. ხარაგაულის მოსახლეობის მთავარი პრობლემა წყლის გრაფიკით მიწოდებაა. მას შემდეგ რაც სტიქიის შედეგად სოფელ ლეღვნის ცენტრალური წყალსადენი დაზიანდა, ხარაგაულის მოსახლეობას წყალი მუდმივად გრაფიკით მიეწოდება.ამ პრობლემის ირგვლივ საკმაოდ საინტერესო დისკუსია გაიმართა. ეკო-კლუბის წევრებმა დასვევს მთავარი კითხვა თუ როდის მოხდება ლეღვნის წყალსადენის აღდგენა და შეწყდება მოსახლეობისთვის წლის გრაფიკით მიწოდება. რაზეც პასუხი მიიღეს რომ, მიმდინარეობს წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან ინტენსიური სამუშაო შეხვედრები თვითმართველობასთან,რათა ეს პრობლემა უახლოეს ვადაში მოგვარდეს და ხარაგაულს მიეწოდოს მუდმივი წყალმომარაგება. მაგრამ მთავარი წინაპირობა საზოგადოების მხრიდან არის ის,რომ აუცილებელია მოსახლეობამ წყალი რაციონალურად გამოიყენოს.მათი საუბრიდან გამომდინარე მოსახლეობაში ხდება უფრო მეტად წყლის რესურსის არარაციონალური გამოყენება.
კლუბის ერთ-ერთმა წევრმა, საბა ებანოიძემ, საკუთარ ოჯახში გამოიკვლია წყლის ხარჯვა. ოჯახში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საშუალო სტატისტიკურად 7 წევრიანი ოჯახი ზაფხულის პერიოდში, წყლის რაციონალური გამოყენებისას ხარჯავს 900 ლიტრ წყალს, რაც ერთ სულზე გაანგარიშებით 130 ლიტრს უდრის. შემოდგომა-ზამთრის სეზონზე წყლის მოხმარება მკვეთრად მცირდება. დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების ავზების საერთო მოცულობა 800 ტონას შეადგენს და მასზე დამოკიდებულია 400 ოჯახი. წყლის სისტემის გამართულად მუშაობის დროს, დღე-ღამეში შესაძლებელია ავზების სრულიად შევსება, რაც საშუალოდ თითო ოჯახს 2 ტონა წყლის გამოყენების საშუალებას აძლევს.
მოსწავლეებმა ასევე ჩაატარეს თემში გამოკითხვა, რათა გაეგოთ თუ რამდენად რაციონალურად იყენებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. წყალს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის თქმით ისინი ახერხებენ წყლის რაციონალურად გამოყენებას, რადგან წყალი გრაფიკით მიეწოდებათ და ამაში ხელს უწყობს მათ წყლის მრიცხველი. თუმცა,მოსახლეობის ნაწილი აღიარებს რომ წყალს არარაციონალურად იყენებს.ადამიანების უმრავლესობამ იციან რომ წყლის დაზოგვა და სწორი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ის სავავლალო შედეგი რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოება.