სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზია აქტიურად ემზადებოდა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად. ეკოკლუბმა სკოლის დირექციას წარუდგინა ისეთი ინიციატივები, რომელიც მნიშვნელოვანია მოზარდების განვითარებისთვის. აღნიშნული ინიციატივები ეხება მდგრადი განვითარების მე-3 და მე-9 მიზნებს, რაც მდგომარეობს ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფაში ყველა ასაკის ადამიანისათვის და მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ინოვაციების ხელშეწყობაში.
კერძოდ, ECO-R-ის ძალისხმევით, სკოლის ეზოში დაიდგა სავარჯიშო მოწყობილობა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. უახლოეს მომავალში კლუბი გეგმავს, გიმნაზიის ჩემპიონის გამოვლენას აზიდვებში.
ასევე, პატარა გინაზიელებისთვის ეზოში შეიქმნა საგანმანათლებლო სათამაშო სივრცე. თითოეული ნახატი-სიმბოლო მნიშვნელობის მქონეა, რომელიც უნდა გაიაზრონ და სწორი სვლები გააკეთონ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინოვაციების შექმნაში (მოხატვა, დამონტაჟება) ეკოკლუბელები იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას მეგობრებთან ერთად. თითოეული დეტალი მათი შრომის შედეგია, რაც პატივისცემას იმსახურებს და მიუთითებს მოზარდების ცნობიერების მაღალ ხარისხზე.