პრეზენტაცია სურამის სკოლაში: გაერო გარემოს დაცვის კუთხით

სურამის მეოთხე სკოლის ეკო–კლუბმა "მწვანე მომავალმა" სკოლაში ჩაატარა პრეზენტაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე და მის სიტემაში შემავალ ორგანოებზე. ბავშვებმა თანატოლებს განუმარტეს, რომ გაერო გარდა იმისა, რომ მსოფლიოში საყოველთაო მშვიდობას უზრუნველყოს ის აქტიურად იცავს გარემოსაც. მოგეხსენებათ, გაეროს ოკონომიკური და სოციალური საბჭო უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე. მათ შორის ეკოლოგიაზეც. "იუნესკო" გაეროს სპეციალიზებული სააგანეტო მრავალ კულტურულ ძეგლთან ერთად იცავს ბუნებას, ნაკრძალებს, ეროვნულ პარკებს. მათ შორის, საქართველოში იცავს კოლხეთის ეკოსისტემას, კოლხეთის ნაკრძალს. პრეზენტაციაზე ბავშვებმა განიხილეს ის ცვლილები, რეფორმები და პროგრამები – რაც გაერომ გარემოს დაცვის გუთხით განახორციელა. 4 5