ზაფხულის არდადეგები დასვენების, გართობისა და წიგნების კითხვის ყველაზე კარგი და სასიამოვნო დროა. ასევე კარგი დროა გარემოს გალამაზებისათვისაც. ამისათვის კი კეცხოველის პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება გამოიყენეს ხარაგაულის სოფელ საღანძილის სკოლის ეკო-კლუბელებმა და გაალამაზეის ის ადგილი, რომელიც ახალგაზრდების თავშეყრისათვის ყველაზე სასურველია ე.წ. „ბირჟა“. სამშვენისებად გამოყენებული იქნა: საბურავები, დაზიანებული პლასტმასის ვედრო და ა.შ.
გარდა იმისა რომ ეკო-კლუბელებამ საკუთარე გამოცდილება გამოიყენეს რეალურ ცხოვრებაში, რომელიც კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში მიიღეს, ამავედროს აქტიურად ჩართეს უფროსებიც შესაბამისი სამუშაოების შესრულებაშიც.
მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად