ჩხოროწყუს სოფელ მუხურის სკოლის ეკოკლუბ „ეგრისის“ წევრები (მეგი ნაჭყებია, ლანა თოლორდავა, მაია მებონია) შეხვდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს ბატონ დავით გოგუას.
მდგრადი განვითარების მე-17 მიზნიდან გამომდინარე პარტნიორობის, მეგობრობისა და მიზნების ერთობლივად მიღწევისთვის დაიდო მემორანდუმი მერიასა და ეკოკლუბს შორის. მე-15 მიზნიდან გამომდინარე მემორანდუმის მთავარი მიმართულება გახდა ზრუნვა ეკოსისტემის დაცვაზე, განსაკუთრებით კი ბრძოლა კოლხური ბზის გადასარჩენად.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება-განვითარებას სკოლის მოსწავლეების, ახალგაზრდებისა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას გარემოს დაცვითი კუთხით.