17 აგვისტოს, საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის მოხალისეთა ინიციატივით და პარტნიორ ორგანიზაციების მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა ფილიალში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, ფესტივალი, რომელიც მხარდაჭერილია დანიის ახალგაზრდული "წითელი ჯვრის" ორგანიზაციის მიერ.
პროექტი მიზნად ისახავს თემის დონეზე ახალგაზრდების გააქტიურებას, მათი შესაძლებლობების გაზრდას არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების განსაზღვრას, შესაბამისად მათზე რეაგირების გეგმის შედგენას. ფესტივალის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში განხოციელდა კულტურულ-სპორტულშემეცნებით-გასართობი აქტივობები, ფესტივალის დასასრულს ღია ცის ქვეშ გაიმართა ფილმის ჩვენება და ფრანების გაშვება, ღონისძიება იყო მრავალმხრივი და საინტერესო.
ფესტივალი გაალამაზეს მუსიკალური ნომრებით საგარეჯოს საბავშვო სტუდიის "მი-რე-ლა-ს" აღსაზრდელებმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის კლუბ "ედელვაისის" მოსწავლეები. ბადიაურის სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის აქტიური მონაწილეა.