ჭიათურის №5 სკოლის ეკოკლუბის წევრი ლიკა ბედინაშვილი პრეზენტაცია-კონკურსში "ჭიათურაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები" გახდა ჭიათურის ტურიზმის ცენტრის რჩეული და მათ მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო ინფო-ტურში. იმერეთის რეგიონში მოქმედი ტუროპერატორებით და გიდებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ორ დღიანი ტური საჩხერესა და ჭიათურაში გამართა.
პირველ დღეს მათ საჩხერის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, მეორე დღეს კი ჭიათურას ეწვივნენ. ინფო ტურის პირველი გაჩერება მოდინახე იყო, სადაც მათ ციხესთან ერთად საჩხერის პანორამა დაათვალიერეს. პროექტის მიზანია ჭიათურა-საჩხერის ტურუსტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენა და ტურისტული კომპანიებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება.
პროექტი საჩხერის და ჭიათურის ტურიზმის ცენტრის მზარდაჭერით მიმდინარეობს. ჯგუფს გიდობას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დვალაშვილი უწევს.
აღნიშნული აქტივობა ემსახურება მდგრადი განვითარების მე-11 და მე-17 მიზანს.