TV პირველის ეთერში, ნინო აზარაშვილის გადაცემაში"პირველამდე" დაემატა ახალი რუბრიკა: "თემის ლიდერი ქალები", რომლის მიზანია,საქართველოს რეგიონში მცხოვრები ქალების პორტრეტების წარმოჩენა, რომლებმაც მიზნად დაისახეს თემში სოციალური გარემოს ცვლილება.
სწორედ ამ გადაცემის ობიექტივში მოხვდა მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბი. რეპორტაჟი მომზადდა ეკოკლუბის ხელმძღვანელზე და მის საქმიანობაზე და ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ეკოსაქმიაონაბაა.
გადაცემის ნაწილი დაეთმო ეკოკლუბის მიერ წარმოებულ ჩანთებს და კოლხური ბზის გადარჩენის კამპანიას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთავაზობთ რეპორტაჟის ამსახველ ბმულს: https://www.facebook.com/Pirvelamde/videos/480633449337360/