20 აგვისტოს, ჩხოროწყუს სოფელ მუხურის სკოლის ეკოკლუბ „ეგრისის“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სოფელ მუხურის ცენტრის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში სოფლის ახალგაზრდობასთან, ქალთა საინიციატივო ჯგუფ „მაღვიძარას“ წევრებთან, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთან ერთად,მდგრადი განვითარების მე-6, მე-15 და მე-17 მიზებიდან გამომდინარე აღნიშნულმა აქციამ ხელი შეუწყო გარემოს სანიტარიული ნორმების დაცვის უზრუნველყოფას, დედამიწის ეკოსისტემის დაცვას, თანამშრომლობას და ერთობლივ ძალისხმევას მიზნების განხორციელებას.
გამომდინარე იქიდან, რომ სოფელ მუხური, ლუგელას ხეობა (მდინარე ხობისწყლის ხეობა, შურუბუმუ, გვალაშარა და სხვა მიმდებარე ტერიტორია) ტურისტული ზონაა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანიტარული ნორმების დაცვას. ბოლო პერიოდში მოხშირდა გულგრილი დამოკიდებულება ამ მხრივ, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით ნაგვის დაგროვება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიებზე განთავსებული ნაგვის ურნები, ადგილობრივი, თუ დამსვენებელი არ იცავენ წესებს.
ერთჯერადი დასუფთავების შემდეგ ეკოკლუბის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველდღიურად იმორიგეონ ხალხმრავალ ადგილებში სისუფთავის დაცვის მიზნით. კიდევ,გააკეთონ ბანერი, წარწერით, „ნაცხას მიმდებარე ტერიტორიის სანიტ-ჰიგიენაზე ზრუნავენ ეკოკლუბ „ეგრისის“ წევრები.