შიდა ქართლში, ქალაქ ქარელის N2 სკოლის ეკოკლუბის წევრები მომავალი წლის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად შეიკრიბნენ. მათ მიზნად დაისახეს ცნობიერების ამაღლება თემში. მოსწავლეები თვლიან, რომ ჩვენი ქვეყნის მდგრადად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვობიდანვე გაითავისოს ადამიანმა თუ რა არის ნარჩენი და როგორ დაახარისხოს იგი.
ეკოკლუბელები ქალაქ ქარელის მუნიციპალიტეტში არსებულ ბაგა-ბაღებსა და სკოლებში ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს. ასევე მათ სურთ მაკულატურის სტენდები განათავსონ ბაგა-ბაღებსა და სკოლებში, ბავშვების აზრით, ამ გზით ბენეფიციარების ცნობიერება უფრო მეტად ამაღლდება ნარჩენების სეპარაციასთან დაკავშირებით და ასევე მაკულატურის შეგროვებით, ჩაბარებითა და გადამუშავებით დაიზოგება ტყის რესურსები.
ეს გეგმა მოიცავს მდგრადი განვითარების მე-4, მე-11, მე-15 და მე-17 მიზნებს.