დღეს მსოფლიოში პოლიეთილენის მოხმარების პრობლემა ისევ მწვავე და აქტუალურია. მოსახლეობა ისევ აგრძელებს მათ გამოყენებას და გარემოს ისევ ზიანს აყენებს. მიუხედავად შეზღუდვებისა, საზოგადოებას ისევ უჭირს ნაჭრის ჩანთებით ჩაანაცვლოს მავნე ზეგავლენის მომხდენი პოლიეთილენის პარკები.
ამ პრობლემის წინააღმდეგ ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტიტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გასულ წელს დაიწყო საქმიანობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში. მან გამოიყენა სკოლაში არსებული სოციალური საწარმოს რესურსი და შექმნა ეკოჩანთები.
წელს ისევ აგრძელებს მათ წარმოებას და მათ კონკრეტული მიზნით გაყიდის უახლოეს გამოფენაზე. კლუბის მიზანია, ეკოჩანთების გაყიდვით შემოსული თანხა სვანეთის ახალგაზრდებისათვის ეკობანაკის მოწყობას მოახმაროს.
ამ აქტივობით ეკოკლუბი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მე-4 და მე-12 მიზნის განხორციელებას.