ივნისში მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არაერთი სოფელი დააზარალა. მოიშალა სასოფლო და საუბნო გზები, დაზიანდა წყლის სათაო ნაგებობა, რის გამოც დღემდე გრაფიკით ხდება დაბა ხარაგულის მოსახლეობის წყლით მომარაგება. ნაშალი მასალით სავსეა მდინარის კალაპოტი, რამაც დამსვენებლებს პრობლემა შეუქმნა მდინარეში ბანაობის მხრივ.
ხარაგაულის სოფელ საღანძილის სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ თუ როგორ მოხვდა უზარმაზრი ლოდები მდინარის ნაპირას, ასე რამ "გააბრაზა" მათი საყვარელი მდინარე რომ ყველაფერი დააქცია? წამოვიდა შეკითხვების კორიანტელი, რაზეს საკმაოდ კარგი და მათვის გასაგებ ენაზე ეკო-კლუბ "სარსარაკის" წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია.
ამავე სკოლის ეკოკლუბელემბა პატარებს ლექციის სახით აუხსნეს თუ რა არის სტიქიური მოვლენება და მისი გამომწვევი მიზეზები. ასევე აუხსენეს ის რომ ტყეს მთელი რიგირ სტიქიური მოვლენების შეჩერება შეუძლია. თუ ვიზრუნებთ ტყის საფარის შენარჩუნებაზე, ტყე ხელს შეუშლის ღვარცოფს, შეაჩერებს მეწყრულ პროცესებს, ატმოსფეროში ძალიან ბევრი ჟანგბადი იქნება, ჰაერი გასუფთავდება მტვრისნაწილაკებისაგან, სასმელად ვარგისი წყაროების რაოდენობაც მოიმატებს და დასვენაც სოფლად ბევრად სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. ისუნთქავენ სუთა ჰაერს და მიირთმევენ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის ნობათს, რომელსაც ბებია ბაბუები დახვედრებენ სტუმრად ჩასულ პატარებს.
ლექცი/ სემინარი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა პარებისათვის ეკო-კლუბელებს შეთავაზეს მოეწყოთ ლაშქრობა და დაესუფთავებინათ თავიანთი სოფელი.
მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად