ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში ახლადჩართული სკოლის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვნის საჯარო კლუბის გუნდის წევრებმა მოხალისეობრივად მიიღეს მონაწილეობა „ორბელიანი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში სოფლების - ზემო და ქვემო ალვანს შორის დარგული ხეების მორწყვის ღონისძიებაში.
აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა თუშეთის ეროვნული პარკის მიერ, რომელთანაც ქვემო ალვნის საჯარო სკოლის კლუბი აქტიურად თანამშრომლობს.
აქტივობა ემსახურება მდგრადი განვითარების მე-13: „კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება“ და მე-15: „დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება“ მიზანს.