გურიაში, დაბა ნარუჯას საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები აქტიურად ჩაერთო პროექტში "მოზარდები საკუთარი უფლებებისათვის’’ დაგეგმილ აქტივობებში.
გუნდმა განხორციელდა ადვოკატირების კამპანია,რის შედეგადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაბა ნარუჯის თემში გამოვლინდა მარტოხელა, სიღარიბისზღვარს ქვემოთ მყოფი ხანდაზმულები და მოხდა მათი საჭიროებების შეფასება, შემდეგ კი ოჯახში სტუმრობა საჭირო ნივთებისა და პროდუქტის მიტანა.
აქტივობა მოსწავლეებმა, მშობლებთან და სკოლის პედაგოგებთან ერთად განახორციელეს.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები აცნობიერებენ სოციალურ პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, მათ აქვთ უნარი - დაგეგმონ მოხალისეობრივი აქციები და მოიძიონ საჭირო რესურსები მის განსახორციელებლად.
აღნიშნული აქტივობა მდგრადი განვითარების N1,N2, N10,N16,N17 მიზნებს შეესაბამება.