სენაკში, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას ესტუმრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი ლამზირა კაკაჩია.
სტუმრობის მიზანი იყო იმ წარმატების გაზიარება, რომელსაც ეკო-კლუბმა ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2019“-ში მიაღწია. სტუმარს თბილი დახვედრა მოუწყვეს გუნდ ECO-R-ის წევრებმა. ისაუბრეს გამარჯვებამდე გავლილ გზაზე და იმ შედეგებზე, რომელიც კონკურსში მონაწილეობით მიიღეს.
ქალბატონმა ლამზირამ, სკოლას საჩუქრად გადასცა 20 ძირი იფანის ნერგი, რომლის ნაწილი ერთობლივად დარგეს სკოლის ეზოში, ხოლო ნაწილის დარგვა გადაწყდა სკოლა-გიმნაზიის შვილობილ შხეფის ციხის ტერიტორიაზე. ეს იქნებოდა იმ კამპანიის ნაწილი, რომელიც კლუბმა წამოიწყო გაზაფხულზე ,,მწვანე პარასკევის“ სახელწოდებით. წამოწყებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუმრებში და სამომავლოდ მოსწავლეებს აღუთქვეს დახმარება ნერგებით.
ამ აქტივობით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს ეკოსისტემების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.