ჭიათურაში, სოფელ პერევისას ტერიტორიაზე, ჭიათურის N1 სკოლის მონაწილეობით ჩატარდა მორიგი გამწვანების აქცია. პირველ სკოლას რომელსაც კვლავ გვერდში ედგნენ ქალაქის სხვა სკოლები, კერძოდ: ,N2, N3, N4, N5, N7, სოფელ ითხვისის, ხალიფაურისა და თაბაგრების სკოლები.
მოსწავლეების გარდა აქციაში მონაწილეობას იღებდნენ "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელი და ჭიათურელთა კავშირის თავჯდომარე,ბატონი შოთა გაფრინდაშვილი.
აქციის მიმდინარეობისას ამინდი საგრძნობლად შეიცვალა უარესობისაკენ, მაგრამ ეკოკლუბის წევრები ამან არ შეაშინა და დასველებულ მიწაზე კიდევ უფრო ხარისხიანად მოახერხეს ნერგების დარგვა.
გამწვანების აქცია გაშუქდა ადგილობრივი ტელეკომპანია "იმერვიზიის მიერ".