სამეგრელოში, მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მოაწყეს ლაშქრობა მარშუტით: სოფელ მუხური - სოფელი თაია - ოცინდალეს მთა (მარშუტი დატანილია ტურისტული მარშუტების რუკაზე).
ლაშქრობის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, გამომდინარე მდგრადი განვითარების მე-3 მიზნიდან. მთის კალთებზე არსებული ბიომრავარფეროვნების დათალიერება, მდგრადი განვითარების მე-15 მიზნის შესაბამისად. ოცინდალეს მთაზე არსებული წმინდა გიორგის მამათა მონასტრის და ყოფილი ციხესიმაგრის ისტორიის გაგება.
ლაშქრობის მონაწილეებმა ფეხით გაიარეს 12 კილომეტრის სიგრძის გზა, რათა ასულიყვნენ ზღვის დონიდან 640 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მთაზე, რომელიც ოცინდალეს სახელით არის ცნობილი, საინტერესო იყო ადგილობრივ მწყემსთან შეხვედრა რომლისგანაც კლუბის წევრებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია საქონლის მოვლასა და ჯანსაღი კვების თაობაზე.
გზადაგზა მოსწავლეები აკვირდებოდნენ მთის კალთებზე არსებულ ბიომრავალფეროვნებას, იღებდნენ ფოტოსურათებს და ინიშნავდნენ ფლორასა და ფაუნასთან დაკავშირებულ საინტერესო მონაცემებს.
მონასტრის ბერთან შეხვედრამ და მისმა მოყოლილმა ისტორიამ მონასტრის დაარსებაზე, ოცინდალეს მთის ტოპონომიკასა და მის როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ძეგლზე, კლუბის წევრების დიდი ინტერესი გამოიწვია.
კლუბის წევრებს შორის გაჩნდა აზრი, რომ მომავალში შესაძლებელი არის ოცინდალის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია გახდეს ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილი. (სპონსორის შემთხვევაში შესაძლებელია სოფელ თაიიდან მთამდე გაკეთდეს საბაგირო გზა და მოწესრიგდეს მონასტრის მიმდებარე ტერიტრიის ინფრასტრუქტურა).