სამცხე–ჯავახეთის გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ორგანიზაცია CENN–ის მიერ ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში 29 ნოემბერს თბილისში სოფელ ლელოვანის სკოლის დაჯილდოვებას ეხმაურება და ამ ტემას სტატია მიუძღვნა.
"29 ნოემბერს, არასამთვრობო ორგანიზაცია CENN–ის ორგანიზებით, ტექნოპარკში, მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დღე აღინიშნა, რომლის დროსაც, ორგანიზაციამ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ჩართული სამი სკოლა აქტიურობისათვის დააჯილდოვა.
გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ინფორმაციის სწრაფი გავრცელებისა და პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართვაში, ჯილდო სამცხე–ჯავახეთიდან ლელოვნის სკოლამ მიიღო.
ასევე დაჯილდოვდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთისა და წალენჯიხის სოფელ ეწერის სკოლები.
ღონისძიების მიზანი მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაცია იყო.
ღონისძიების ფარგლებში, CENN-ის გუნდმა საზოგადოებას გააცნო კავკასიაში პირველი გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალი environment.cenn.org, მწვანე მობილურ აპლიკაცია GreenWatch და ელექტრონული თამაში – „დაახარისხე და გადაამუშავე“. – ვკითხულობთ გამოცემის სტატიაში.
აღნიშნულ სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ ბმულზე:
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, სოფელ ლელოვანის სკოლას "მწვანე სკოლის" წოდება მიენიჭა.