USAID-ის პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II, რომელსაც ახორციელებს CENN, გიწვევთ ორდღიან ტრენინგზე-
საპროექტო განაცხადების მომზადება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების საკითხებზე, პროგრამის მიერ დაგეგმილი საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
ტრენინგის მიზნები:
** ტრენინგის მონაწილეებისათვის ინფორმაციის მიწოდება ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკების შესახებ;
** ტრენინგის მონაწილეების მომზადება დაგეგმილი საგრანტო კონკურსისთვის, საპროექტო განაცხადების შევსების სწავლების გზით.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას ნარჩენებთან მიმართებაში, არამედ შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ პროგრამის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების შემუშავებაში დაეხმარება.
ორდღიანი ტრენინგი ჩატარდება თბილისში 20 მაისიდან 3 ივნისის პერიოდში (ტრანსპორტირება და სასტუმროს მომსახურება, მათ შორის, კვება უზრუნველყოფილი იქნება პროგრამის მიერ).
ტრენინგში მონაწილეობა:
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო ავტორიზებული სკოლების წარმომადგენლებს დაკომპექტებულს ერთი მასწავლებლისა (ან სკოლის დირექციის წარმომადგენელს) და მაქსიმუმ ორი მოსწავლისგან.
ტრენინგში მონაწილეობის განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** სკოლის დასახელება, მონაწილეების სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი);
** სკოლის მიერ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული განხორციელებული ან დაგეგმილი პროექტების/აქტივობების ჩამონათვალი და ტრენინგის მონაწილის წვლილი ამ პროექტებში/აქტივობებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** მოკლე ინფორმაცია ტრენინგზე დასწრების მოტივაციის შესახებ.
დაინტერესებულმა პირებმა ტრენინგში მონაწილეობის განაცხადები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: keti.imerlishvili@cenn.org
2019 წლის 17 მაისის ჩათვლით.
ტრენინგში მონაწილეობის კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები:
უპირატესობა მიენიჭება გარემოს დაცვის კუთხით გამოცდილების მქონე მონაწილე ჯგუფებს/სკოლებს.
WMTR II პროგრამის შესახებ:
ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II), USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც CENN ახორციელებს 2017 წლის მარტიდან. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.
WMTR II პროგრამა მუშაობს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, აჭარის ა.რ.-სა და ქალაქ თბილისში. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.
WMTR II მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:
** ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება
** ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერება
** გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების სისტემის და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება
** საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.