გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის საგაზაფხულო სამუშაოებს აგრძელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი სოფელ დაბაში იმყოფებოდა, სადაც ტყის აღდგენის პროექტით უკვე განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2019“-ის გამარჯვებულებისთვის სოფელ დაბაში შემეცნებითი ტური გაიმართა. ფინალისტი სკოლების მოსწავლეებმა სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე 60- მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა.
როგორც იცით, 2018-2019 წლის კონკურსის გამარჯვებულები ტყის საერთაშორისო დღეს, 21 მარტს გამოვლინდნენ.
I ადგილი - სოფელ როკითის საჯარო სკოლა
II ადგილი - წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა გიმნაზია
III ადგილი - ქართული სასწავლებელი
ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსს - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მხარს უჭერს ეროვნული სატყეო სააგენტო.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა გამარჯვებულ სკოლებს გარემოსდაცვით ბიბლიოთეკა გადასცა, ხოლო ყველა ფინალისტ ეკოკლუბს სასკოლო მინი სანერგეები მოწყობაში მეტყევეების დახმარება შესთავაზა და მასის დასაწყისში სწორედ ამ შეთავაზების ფარგლებში მოხდა ბორჯომში სიანფორმაციო ტური და გამწვანების აქცია.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით.