„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (CITES) გენერალური მდივანი საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს. ჯონ სკანლონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, სადაც „CITES და ველური ბუნებით ვაჭრობა - რა არის CITES და როგორ მუშაობს ის" თემაზე ლექცია წაიკითხა.
შეხვედრას გარემოსდაცითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. კონვენციის გენერალურ მდივანს საპატიო დოქტორის
CITES-ის მიხედვით, „საერთაშორისო ვაჭრობა" ნიშნავს კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნიმუშების ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს და ინტროდუქციას ზღვიდან (სახელმწიფოში ნებისმიერი ისეთი სახეობის შეტანას, რომელიც მოპოვებულია ნეიტრალურ წყლებში). კონვენციით რეგულირდება არა მხოლოდ ცოცხალი მცენარეებითა და ცხოველებით, არამედ მათი ნაწილებითა და დერივატებით ვაჭრობაც. რაც ნიშნავს, რომ ნებართვას საჭიროებს CITES-ის დანართებში შეტანილი ცხოველებისა და მცენარეებისაგან ან მათი ნაწილებისაგან დამზადებული ნაკეთობებისა და მათგან მიღებული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი.
რეგულირდება, როგორც კომერციული მიზნით საერთაშორისო ვაჭრობა, ისე პირადი საკუთრების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება. ამჟამად CITES-ის დანართებში შეტანილია ცხოველთა დაახლოებით 5000 და მცენარეთა 28000 სახეობა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათის განმავლობაში გაიმართა.